ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციები განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის წინ თბილისი, 21 ოქტომბერი, 2016 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების უმრავლესობას ჰქონდა საშუალება, თავისუფლად მიეცა ხმა და არჩევნების შედეგები მათ ნებას ასახავს. თუმცა არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა რიგი პრობლემები გამოავლინა, რამაც სპეკულაციას, გაუგებრობასა და უნდობლობას შეუწყო ხელი. ამ საკითხების რეაგირების გარეშე დატოვებამ შესაძლოა მომავალი არჩევნები, ასევე მომავალი პარლამენტისა და მთავრობის მანდატის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოთხი განმეორებითი კენჭისყრისთვის (22 ოქტომბერს) და ასევე 50 ოლქში მეორე ტურისთვის (30 ოქტომბერს) ემზადება, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი უფლებამოსილებები და რესურსები ამ პრობლემების მოსაგვარებლად გააერთიანონ. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან; ასევე მოხდეს ყველა დამნაშავის მიმართ სწრაფი და კანონის შესაბამისი რეაგირება. არჩევნებში ძალადობის ადგილი არ არის. დამკვირვებლებმა უნდა შეძლონ საკუთარი მოვალეობის შესრულება მშვიდ და თავისუფალ გარემოში. NDI მხარს უჭერს საარჩევნო საჩივრების განხილვის სწრაფ პროცესს, რომელიც კანონის თანმიმდევრული და შესაბამისი გამოყენების გზით წარიმართება. NDI მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), საკუთარი საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს და საზოგადოებას უფრო დეტალურად აუხსნას საკუთარი გადაწყვეტილებები და მოქმედებები. ცესკომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის მოთხოვნებს მომზადებულები შეხვდნენ. როგორც NDI-ის საერთაშორისო დელეგაციის მიერ 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღინიშნა, 8 ოქტომბერს კენჭისყრის დღე მშვიდად დაიწყო, თუმცა ძალადობისა და ხელის შეშლის სხვადასხვა იზოლირებული შემთხვევებით დასრულდა. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესს ხელი შეუშალეს ან შეწყვიტეს დაუმორჩილებელმა და, ზოგიერთ შემთხვევაში, აგრესიულმა ჯგუფებმა. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საერთაშორისო დამკვირვებლებს თავს დაესხნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები წაართვეს. გარემო საფრთხის შემცველი იყო ასევე ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის. შევიწროების, შეურაცხყოფის მიყენებისა და ძალადობის შესახებ რამდენიმე

ორგანიზაციამ განაცხადა, რამაც ზოგიერთი დამკვირვებელი აიძულა, დაკვირვება შეეწყვიტა. არჩევნების შემდგომი ორი კვირის განმავლობაში ძალადობა გაგრძელდა. 11 ოქტომბერს თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის თანამშრომლები და აქტივისტები ცემეს, ხოლო თეთრიწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს დაესხნენ თავს. ძალადობის შემთხვევების გაგრძელება ამომრჩევლებისთვის და აქტივისტებისთვის, რომლებიც განმეორებით კენჭისყრასა და მეორე ტურებში მონაწილეობას გეგმავენ, დამაშინებელ გარემოს ქმნის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) სხვადასხვა ნაბიჯები გადადგა და არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობასა და აგრესიაში მონაწილე პირები დააკავა, რაც მისასალმებელია. თუმცა წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (სამართლიანი არჩევნები), სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას არათანმიმდევრულად მიიჩნევენ. მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე თავდასხმის გამოძიება, რომელიც მაისში კორცხელში შუალედური არჩევნების დროს მოხდა, ნელა წარიმართა: დამნაშავეებისთვის ბრალის წაყენებას ერთ კვირაზე მეტი დასჭირდა და სასამართლო პროცესი თვეების მანძილზე გაიწელა. 8 ოქტომბერს ჯიხაშკარში ორ საარჩევნო უბანზე სავარაუდოდ ქართული ოცნების მხარდამჭერების მიერ ძალადობის ფაქტზე მხოლოდ ორი ადამიანი დააკავეს და ერთი მათგანი თავდებით გამოუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეები ინციდენტში ათეულობით ადამიანის მონაწილეობაზე მიუთითებენ. ასეთი რეაგირება კონტრასტში მოდის მარნეულში საარჩევნო პროცესზე ხელის შეშლაში ეჭვმიტანილი ოპოზიციური პარტიის ექვსი აქტივისტის სწრაფ დაკავებასთან და მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან, ასევე შსს-ს მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე ეჭვმიტანილების სახლებში ღამით ნიღბიანი და შეიარაღებული პირების შეჭრის ვიდეოების განთავსებასთან. ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემებზეც ისაუბრეს. ცესკომ შემაჯამებელი ოქმები თავის ვებ-გვერდზე დაგვიანებით გამოაქვეყნა (კანონის თანახმად, ოქმები ვებგვერდზე დაუყოვნებლივ უნდა განთავსდეს) და ამასთან დაკავშირებით საჯარო განმარტება არ გაუკეთებია. ინფორმაციის ნაკლებობამ, რომელიც ხმების დათვლის დროს სხვადასხვა უბანზე არეულობას დაემთხვა, პროცესისადმი უნდობლობას და დაძაბულობას შეუწყო ხელი. ცესკომ უნდა უზრუნველყოს შედეგების სწრაფი გადაცემა და ოქმების გამოქვეყნება და დაბრკოლების შემთხვევაში დროულად განუმარტოს საზოგადოებას, რათა ნდობა მოიპოვოს. ბევრ უბანზე კომისიის წევრები არასაკმარისად მომზადებულები ჩანდნენ, განსაკუთრებით - ხმის დათვლის პროცესისთვის. ამან კიდევ უფრო გაამწვავა ის შეკითხვები, რომელიც საუბნო კომისიების ზოგიერთი პროფესიული წევრის

(კანონის თანახმად, ისინი რომელიმე საარჩევნო სუბიექტს/კანდიდატს არ უნდა წარმოადგენდნენ) მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობდა. კითხვები დაისვა მათი დანიშვნის პროცესთან დაკავშირებითაც - ბევრი პარტიის და სადამკვირვებლო ჯგუფის მოსაზრებით, ისინი წინასწარ და არა კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. ცესკომ დროულად უნდა განიხილოს კომისიის წევრების საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრები, საჭიროების შემთხვევაში დამატებით გადაამზადოს ისინი და დაითხოვოს ის წევრები, ვისაც რომელიმე მხარის ინტერესების გატარება დაუმტკიცდება. ცესკოს მონაცემებით, კომისიებში 1000-ზე მეტი საჩივარი შევიდა. ბევრი მათგანი შემაჯამებელ ოქმებში არსებულ უზუსტობებს და ბალანსის არარსებობას ეხება, მათ შორის იყო შემთხვევები, როცა მიღებული ხმების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობას აღემატება ან პირიქით; საჩივრები შედეგების გაბათილებას, ხელახალ გადათვლას, დისციპლინარულ ქმედებას, ან სხვა ზომების გატარებას მოითხოვდა. დღეის მდგომარეობით ცესკომ 600-ზე მეტი დისციპლინარული სანქცია გამოიყენა და 10 უბანზე შედეგები ბათილად ცნო, საიდანაც 4 უბანში განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა. თუმცა, საიას დაკვირვებით, საჩივრების დაკმაყოფილება იშვიათად ხდებოდა. არჩევნებში, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში მანდატების მიღების საკითხი ხმების ძალიან მცირე რაოდენობამ შეიძლება გადაწყვიტოს, საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად ამ საჩივრების განხილვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღების, ღიაობისა და თანმიმდევრულობის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.

NDI საკონტაქტო ინფორმაცია ლორა თორნტონი, NDI საქართველოს დირექტორი, +995-599-566852 დიანა ჩაჩუა, პროგრამის უფროსი ოფიცერი, +995-577-779639

NDI INTERIM STATEMENT ON GEO PARLIAMENTARY ...

Whoops! There was a problem loading more pages. Retrying... NDI INTERIM STATEMENT ON GEO PARLIAMENTARY ELECTIONS 2016_GEO.pdf. NDI INTERIM STATEMENT ON GEO PARLIAMENTARY ELECTIONS 2016_GEO.pdf. Open. Extract. Open with. Sign In. Main menu.

141KB Sizes 0 Downloads 253 Views

Recommend Documents

Interim Management Statement - November 2013 - WHSmith PLC
Nov 14, 2013 - Total Group sales in the first 10 weeks of the financial year were down 3% with ... continues to be uncertain, we remain a resilient business and.

Interim Management Statement - November 2013 - WHSmith PLC
Nov 14, 2013 - margin has increased in line with our plan and our store opening plan ... climate continues to be uncertain, we remain a resilient business and.

International Conference on Geo-mechanics, Geo ... -
Sep 29, 2016 - Submit your abstract here and present your latest research along with the following key-note speakers: “Challenge the limits with knowledge”. Advances in physical processes in subsurface earth materials to enhance deep earth energy

NDI poll_December_2017_POLITICAL_ENG_final.pdf
Methodology. Sample design. NDI and CRRC use a complex survey design: Stratification – dividing population in relatively homogenous. sub-groups. Clustering – randomly selecting small geographic areas for each. sub-group (stratum). Households are

NDI-America.pdf
Page 1 of 2. SALA HOLANDA. GIGABIT. LAN. NODE. Blackmagic Design. Intensity Shuttle for USB 3.0. capture device. Intel Core I5 PC - 16Gb Ram. 500 Gb.

Parliamentary Procedure Table
Majority. Affirmative vote only. To call for division. No. No. No. Call for division by one (1) person forces re-vote. No. To appeal a decision of the chairperson. Yes.

Interim Dividend_2560
Aug 10, 2017 - 8-Aug-17 25-Aug-17. KCE. 1.10. 1.3% 18-Aug-17. 8-Sep-17. CPNCG. 0.24. 1.8% 10-Aug-17 30-Aug-17. PPP. 0.08. 1.7% 18-Aug-17. 1-Sep-17.

Recommendations of Parliamentary Standing Committee.pdf ...
Whoops! There was a problem previewing this document. Retrying... Download. Connect more apps... Try one of the apps below to open or edit this item. Recommendations of Parliamentary Standing Committee.pdf. Recommendations of Parliamentary Standing C

Comments on the Tentative Interim Agreement (TIA ... -
Dec 30, 2015 - 11) The idea of using multiple point discharge to neutralize cloud charges ... threats of legal action from Roy Carpenter/LEA, the FAA report can ...

Comments on the Tentative Interim Agreement (TIA ... -
Dec 30, 2015 - Carpenter was infamous for his repeated attacks against NFPA, as he .... 11) The idea of using multiple point discharge to neutralize cloud ...

Press release on School Funding Interim Commission Seeks Input ...
... D-Great Falls; Matthew Rosendale, R-Glendive; and Lea Whitford, D-Cut Bank; and. Representatives Jeff Essmann, R-Billings; Don Jones, R-Billings; Kathy Kelker, D-Billings; Debra Lamm, R-Livingston;. Edie McClafferty, D-Butte; and Susan Webber, D-

NDI Advocacy Strategy Chart-Eng.pdf
problem-solving. Whoops! There was a problem loading this page. Retrying... NDI Advocacy Strategy Chart-Eng.pdf. NDI Advocacy Strategy Chart-Eng.pdf.

Geo Walk - Services
example, a scavenger hunt is a great way to get people moving from point A to point B while doing something at each place. Weather: Keep an eye on the weather forecast in case you need to rearrange your geo walk to accommodate unfortunate showers. Or

GEO#37261114TOSEND.pdf
Whoops! There was a problem loading more pages. GEO#372 ... END.pdf. GEO#372 ... END.pdf. Open. Extract. Open with. Sign In. Details. Comments. General ...

Maria Geryk statement on threat.pdf
As per the previous message, Mark Jackson and I will be available to meet this evening. in the Amherst Regional Middle School at 7 pm to discuss what ...

ARLPI's Statement on Dominic Ongwen.pdf
There was a problem previewing this document. Retrying... Download. Connect more apps... Try one of the apps below to open or edit this item. ARLPI's ...

Maria Geryk statement on threat.pdf
unfortunate event. Sincerely,. Maria Geryk. Superintendent of Schools. Page 1 of 1. Maria Geryk st ... on threat.pdf. Maria Geryk st ... on threat.pdf. Open. Extract.

WHO Statement on caesarean section rates
Published Online 22 July 2015. Please cite this paper as: Betran AP, Torloni ... increase of caesarean section (CS) rates worldwide.1 Based .... 13 Robson MS.

Position Statement on Conscientious Objection - Australian Medical ...
AMA Position Statement. Australian Medical ... 5. When a doctor refuses to provide, or participate in, a medically appropriate treatment or procedure based on a ...

BSU Statement on Band Protest.pdf
Page 1 of 2. October 4, 2016. FOR IMMEDIATE RELEASE: East Carolina University Black Student Union former Presidents' letter in support of band. members' ...

STATEMENT ON ARLPI's POSITION.pdf
Page 1 of 4. 1. ACHOLI RELIGIOUS LEADERS PEACE. INITIATIVE (ARLPI). Kitgum Office Pader Office Gulu Office. Plot 17/23 Posta Ug Road Canogura Road Koro Pida. P.O. Box 185 P.O. Box 50 P.O. Box 104,. Kitgum, Uganda Pader Town, Uganda 7Km off Gulu-Kampa

Collective Statement on Collaborative Group Trends.pdf ...
Blue Mountains Biodiversity Project. 27803 Williams Lane. Fossil, Oregon 97830. Denise Boggs. Executive Director. Conservation Congress. P.O. Box 2076.

Parliamentary elections in Belarus - Baj.by
Sep 22, 2016 - Parliamentary elections in Belarus: Assessment from domestic observers and the impact on the development of the EU-Belarus human rights ...